19 ივნისი 2026,   12:57
ვრცლად
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - დემონსტრაციების დასაშლელად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ასიათასობით დემონსტრანტი ემანუელ მაკრონს მოუწოდებს თანამდებობა დატოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს.

დემონსტრაციების დასაშლელად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის 140-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. საპროტესტო აქციების დროს, წესრიგის დასაცავად, ქვეყნის მასშტაბით 80 000 პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული.

დღის ამბები