17 აგვისტო 2026,   20:56
ვრცლად
18 მეტრიანი ავტობუსები ძველს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს, რომლებიც თბილისში 27 სექტემბრიდან გამოჩნდება - მერიაში ამბობენ, რომ დედაქალაქის ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი ათვისებულია

200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი უკვე თბილისშია და ქუჩებში გასასვლელად ემზადება. სიახლის პრეზენტაციისას, დღეს დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებში ამ მიმართულებას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ახალი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი. აქვს ოთხი ასასვლელი კარი.სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის და აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

ახალი ავტობუსები ძველს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს და ათი სხვადასხვა მიმართულებით იმოძრავებს. გაიზრდება მგზავრთ ტევადობა. მგზავრობა კი უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

მერიაში ამბობენ, რომ დედაქალაქის ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი ათვისებულია.

ამ ეტაპზე 76 ერთეული ახალი ავტობუსი უკვე რამდენიმე მარშრუტზეა განაწილებული. პროექტის ჯამური ღირებულება 111 მლნ ევროს აჭარბებს. ახალი ავტობუსები თბილისში 27 სექტემბრიდან გამოჩნდება.

დღის ამბები