21 აგვისტო 2026,   07:59
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის, ავსტრალიის თანამეგობრობის, იორდანის ჰაშიმიტური სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის და ყირგიზეთის ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის, ავსტრალიის თანამეგობრობის, იორდანის ჰაშიმიტური სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის და ყირგიზეთის ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა.

მინისტრმა ელჩებთან ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საუბარი შეეხო ვაჭრობის განვითარების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით სამომავლო გეგმებს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. მინისტრმა ელჩებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას. განსახილველ საკითხებს შორის იყო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები.

დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ახლადდანიშნულ ელჩებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ავსტრალიის თანამეგობრობის, იორდანის ჰაშიმიტური სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის და ყირგიზეთის არარეზიდენტი ელჩები, დიპლომატიური კორპუსის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელების გადასცემენ.

დღის ამბები