საქართველო მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ გაერთიანდა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩინეთში, გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმზე, სადაც 120 ქვეყნის ლიდერი იყო წარმოდგენილი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტრანსნაციონალურ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე უცხოელ კოლეგებს შეხვდა. მასპინძელი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრთან პირისპირ შეხვედრისას ყურადღება დაეთმო დარგობრივ რეფორმებს, მიმდინარე პროექტებს, საპოლიციო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ ჩინელ კოლეგას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრთანაც. ორი ქვეყნის სამართალდამცველი უწყებების ხელმძღვანელებმა, ყურადღება გაამახვილეს მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ფორუმის მუშაობაში , ასევე მონაწილეობდნენ გაეროს, ინტერპოლისა და სხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები.
გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმი ქალაქ ლიანიუნგანგში გაიმართა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე