21 აგვისტო 2026,   00:54
ვრცლად
ბეთანიის სათხილამურო კურორტის ახალი სიცოცხლე - კახა კალაძე ინფრასტრუქტურის სრულად განახლებას გეგმავს

მალე ქვეყანას ზამთრის ახალი კურორტი იქნება. 500 მეტრიანი სათხილამურო ტრასა, ახალი საბაგირო და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ოთხივე სეზონისთვის, დამონტაჟდება გარე განათებები.

დამატებითი შესაძლებლობები ადგილობრივებისთვის და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა - დედაქალაქის მერიაში აქცენტს სიახლის უპირატესობებზე აკეთებენ.

დაანონსებული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო თბილისის მერი. კახა კალაძე განმარტავს, რომ პროექტის მიზანი ზამთრის სპორტის განვითარებაა, რაც ტურისტულ პოტენციალს უფრო გაზრდის და ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

დაგეგმილ პროექტზე თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მუშაობს. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერიც. 5 თვის შემდეგ კი ბეთანიაში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

დღის ამბები