17 აგვისტო 2026,   20:59
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ზაქარია წიკლაურმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა - მათ შორის ერთ-ერთი ავტოფარეხების დემონტაჟი და მის ნაცვლად რეკრეაციული ზონის მოწყობაა. საუბარი სამომავლო გეგმებსაც შეეხებოდა.

"შეხვედრა მქონდა ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობასთან. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ, მოსახლეობისა და გამგეობის აქტიური თანამშრომლობით, ავტოფარეხების დემონტაჟი მოხდა და აქ მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცე, სადაც იქნება ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონი და მოსასვენებელი სივრცეები," - აცხადებს "ქართული ოცნების" ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია წიკლაური.

 

 

დღის ამბები