20 აგვისტო 2026,   01:55
ვრცლად
საბურთალოს რაიონში მორიგი გამწვანებული, მოსასვენებელი ადგილი მოეწყო

მორიგი გამწვანებული, მოსასვენებელი ადგილი საბურთალოს რაიონში - ცინცაძის ქუჩაზე ახალი სივრცეში სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები მოეწყო. ტერიტორია გამწვანდა.

საერთო ჯამში, საბურთალოზე ახალი რეკრეაციული სივრცე 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაკეთებული. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ნახევარს აჭარბებს.

ცინცაძის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული სკვერები კახა კალაძემ დაათვალიერა.

"კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. კონკრეტულად, 79 ნომრიდან 83-ის ჩათვლით, წინ არსებული სივრცე მთლიანად იქნა მოწესრიგებული. გამოთავისუფლებული იქნა ის შემოღობვები, რომელიც ამახინჯებდა არსებულ არეალს. ხედავთ, როგორი მოწესრიგებული სივრცეა, გამწვანებული, გალამაზებული. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა ბავშვების ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი მოსასვენებელი სივრცეები," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები