20 აგვისტო 2026,   08:21
ვრცლად
განათლების მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მასწავლებლები დააჯილდოვა

განათლების მინისტრმა, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მასწავლებლები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მისი ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

"გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა მთელი მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან, მათ აღსაზრდელებთან და ჩვენ გამორჩეულ პედაგოგებს გადავეცით მადლიერების და პატივისცემის ნიშნად, მინისტრის ხელმოწერით სიგელები და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფასოთ ჩვენი პედაგოგები, ჩვენი აღმზრდელები და გამოვხატოთ ის სითბო და სიყვარული, რომელიც მათთან გვაკავშირებს," - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე.

 

 

 

 

დღის ამბები