24 აგვისტო 2026,   08:37
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაა ევროპაში მედიის მხრივ

პირველი შემთხვევა არ არის როდესაც Guardian-ი აქვეყნებს ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ წერილს და სადაც საუბარია, გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან შეკვეთილ სტატიებზე.

"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაა ევროპაში მედიაში.

ახლაც გავიხსენე ტრამპის სიტყვები, როდესაც ის ფეიკ მედიაზე საუბრობს, მეინსტრიმ მედია, რომელიც ფეიკ მედიად არის ჩამოყალიბებული. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა მედიის მხრივ ევროპაში, რაც მართლაც სავალალო არის, როდესაც პირდაპირ ჩანს, რომ ფული გადახდილია სტატიაში და ამის გამჟღავნება არ ხდება, შესაბამისად ეს არის კორუფციის ერთ-ერთი მაჩვენებელი მედიაში", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით The Guardian-ის ჟურნალისტი Daniel Boffey და Philip Shishkin (ე.წ. ფრილანსერი ჟურნალისტი) დაუკავშირდნენ.

 

დღის ამბები