ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი მემარცხენე ექსტრემიზმია. ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ დაგეგმილია ზომების მიღება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ, ხელს უწყობენ და აღვივებენ ძალადობას.
ვენსმა მოქალაქეებს მოუწოდა ამხილონ ადამიანები, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ. საკითხზე ვენსმა კირკის საავტორო შოუს წაყვანისას ისაუბრა.