ომი გრძელდება უკრაინაში - სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ზაპოროჟიეს ოლქში, ღამით ქალაქში ათზე მეტი აფეთქება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ, დაშავებულია 13, მათ შორისაა ორი ბავშვი.
თავდასხმის შემდეგ ქალაქის სხვა და სხვა ნაწილში მასშტაბური ხანძარია. მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ძალების თავდასხმას ხერსონის ოლქზეც, დაიღუპა ორი ადამიანი, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.