დონალდ ტრამპმა კირკის მკვლელობაში მემარცხენე რადიკალები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის რადიკალიზაცია ინტერნეტის მეშვეობით მოხდა და ეს მემარცხენეებთანაა დაკავშირებული.
ეჭვმიტანილის დახასიათებისას, ტრამპმა თქვა, რომ მას "შესანიშნავი მშობლები ჰყავს, შესანიშნავ სამეზობლოშია დაბადებული, ჭკვიანია, შესანიშნავი სტუდენტი მაღალი ქულებით, მაგრამ საკმაოდ მოკლე დროში მას რაღაც დაემართა".
CNN-ი, ტრამპზე დაყრდნობით, წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მემარცხენე ორგანიზაციის "ანტიფას" და სხვა მემარცხენე ორგანიზაციების შიდა ტერორისტებად აღიარებას განიხილავს.