10 აგვისტო 2026,   13:37
ვრცლად
საგარეო ვაჭრობა - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს შედეგებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს შედეგებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვამ კი 16 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მოცულობაც.

2025 წლის მეორე კვარტალში, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 10.3 პროცენტით მოიმატა. უწყებებში აცხადებენ, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ექსპერტები დადებითად აფასებენ საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მატებას და პროგნოზირებენ რომ მომდევნო წლებში ტენდენცია შენარჩუნდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა, 2025 წლის საქართველოს სავაჭრო ბრუნვის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები