დმანისის მუნიციპალიტეტში მილიონ 800 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს. პირველი ევროპელების - ზეზვა და მზიას შემდეგ, ეს შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად ჩაითვალოს.
ეს აღმოჩენა განსაკუთრებით ფასეულია, რადგან ამყარებს ჰიპოთეზას, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანი ევროპაში სწორედ კავკასიის გავლით მოხვდა. აღმოჩენილი მინარევების ანალიზი მკვლევრებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ როგორც უძველესი ადამიანის კვებითი ჩვევები, ისე გარემო პირობები, რომელშიც ცხოვრობდა.
შემთხვევით გახდა სენსაციური აღმოჩენის ავტორი, ისეთის, ნებისმიერი მეცნიერი რომ იოცნებებდა. მაშინ დაიჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. აფრიკის შემდეგ ჰომი ნიდების ყველაზე ძველი ნაშთები დმანისთან 25 კილომეტრში გიორგი ბიძინაშვილმა იპოვა.
ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ორ ფეხზე დგას, სიმაღლეში 1.50 სანტიმეტრია, ტვინის ზომა თანამედროვე ადამიანთან შედარებით ორჯერ მცირეა, ჯერ ვერ ლაპარაკობს და არც ცეცხლს დანთება შეუძლია, მაგრამ იცის პრიმიტიული იარაღის დამზადება და გამოყენება.
ადამიანის ახალაღმოჩენილი კბილი და ეტრუსკული მგლის ნაშთები, მეცნიერებს, მილიონობით წლის წინ მომხდარ ამბებზე უნიკალურ ინფორმაციას აწვდის.
მილიონ 800 000 წლის წინანდელი ჰომოს კბილის ფესვი კარგად განვითარებულია. ასაკი 20 წელზე მეტისაა, სქესის დადგენა შეუძლებელია, თუმცა მისი სხვა ნაწილების პოვნა ისტორიის ახალ კარს გახსნის.
ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კბილზე არსებული ნადების კვლევაა. თუ გაუმართლათ, ნადებზე შესაძლოა შენახული იყოს ის მიკრონაწილაკები, რომლებიც დაადგენს, რითი იკვებებოდა და როგორი იყო გარემო, რომელშიც ის ცხოვრობდა.
დმანისის აღმოჩენით დადასტურდა, რომ აფრიკიდან გამოსული უძველესი ადამიანი ევროპაში კავკასიის გავლით მოხვდა.
ისტორია ფაქტებზე დაყრდნობით იწერება. არქეოლოგები ჯერ ეძებენ, მერე ამუშავებენ, მასალებს მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში აგზავნიან. კომპლექსური კვლევების მთავარი შემოქმედები ქართველი და უცხოელი სტუდენტები არიან.
რატომ წამოვიდა პირველი ადამიანი აფრიკიდან საქართველოში? ჩვენი არსებობის პირველი კვალი დმანისისა და ოროზმანის მიწაშია. როგორი იყო მათი ყოველდღიურობა, როგორ ამზადებდნენ იარაღს? როგორ მოიპოვებდნენ საკვებს? საქართველო, სამეცნიერო მსოფლიო რუკაზე, კიდევ ერთხელ ოქროს ასოებით მოინიშნება და გასცემს მთავარ შეკითხვას პასუხს - როგორ გადავრჩით?
ავტორი: ანი გენებაშვილი