საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესი, რომელიც დასავლეთში კრიტიკის მიზეზი ხდება. კაპიტოლიუმში "მეგობარი აქტის" კრახის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტის ავტორები და ლობისტები, საქართველოს ინტერესების დაზიანებას, უკვე ჰელსინკის კომისიაში ცდილობენ.
განხილვის საგნად საქართველო-ჩინეთის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იქცა, მოწმეებად კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გამოიძახეს, მმართველ გუნდში, მათ მოხსენებას, სამშობლოს ღალატი უკვე უწოდეს.
სხდომის მიმდინარეობისას არავის უხსენებია ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობები და მილიარდობით დოლარის ბრუნვა ჩინეთთან, თუმცა პეკინთან ურთიერთობის გამო აქტიურად გააკრიტიკეს ოფიციალური თბილისი.
ავტორი: სანდრო სანაია