გამოწვევები ენერგეტიკაში და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები - სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჰაკათონი 2025, რომლის 60-მდე მონაწილემ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, კასპის ტექნოპარკში საკუთარი ინოვაციური იდეების მიხედვით 23 პროტოტიპი შექმნა და კომისიას წარუდგინა.
ღონისძიებაში ენერგეტიკულმა სტარტაპებმა მიიღეს მონაწილეობა. ენერგეტიკული ჰაკათონი ხელს უწყობს, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.