ღამით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა ქვეყნის რეგიონების მიმართულებით "კალიბრის" ტიპის ათობით რაკეტა და დრონი გაუშვეს.
თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ჟიტომირის ოლქში, დაშავებულია 1. იერიშების შედეგად, ვინიცაში მდებარე სამრეწველო ობიექტზე მასშტაბური ხანძარია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ხმელნიცკისა და ჩერკასის ოლქებში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.