18 აგვისტო 2026,   10:46
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც [არჩევნებში მონაწილეობის] გადაწყვეტილება მიიღო, ამის ფასს გადაიხდის მათ შორის, თავის ამომრჩეველში" - ანა წითლიძე

"ჩვენ ფუნდამენტურ შეცდომად და ღალატად მიგვაჩნია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება რუსულ სპეცოპერაციაში შესვლის", - ამის შესახებ პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

ანა წითლიძე ამბობს, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. 

"ჩვენ ფუნდამენტურ შეცდომად და ღალატად მიგვაჩნია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება რუსულ სპეცოპერაციაში შესვლის. კიდევ ვიმეორებ, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს, არსებობს რუსული სპეცოპერაცია და დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური ლიდერი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ე.წ. ოპოზიციური პარტიების, თუ ჯერ კიდევ არიან ოპოზიციური პარტიები, ამის ფასს გადაიხდის მათ შორის, თავის ამომრჩეველში. იმიტომ, რომ მე ვიცი, როგორია საქართველოს მოქალაქეების განწყობა. იმიტომ, რომ, ბევრისგან განსხვავებით, მე დავდივარ თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის, რეგიონებში და ვიცი, რა განწყობა აქვთ საქართველოს მოქალაქეებს და ვიცი ისიც, რომ არავის ამ ქვეყანაში არ სჯერა, რომ ე.წ. არჩევნებში, რეალურად კი რუსულ სპეცოპერაციაში, შეიძლება რამე სამართლიანი შედეგი დაიდოს. ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ რეჟიმი დაიწერს იმას, რაც უნდა", - აცხადებს ანა წითლიძე.

 

დღის ამბები