თითოეულ მოძრაობაში წარსულის ტრადიცია იკითხება, რომელიც დრომ ჩვენამდე მოიტანა. ქართული სული, რომელიც თაობიდან თაობას გადაცემა... და ფოლკლორული მრავალფეროვნება, რომელიც შინ და გარეთ დღემდე ყველას აღაფრთოვანებს, ქარველების ამ ნამღერმა დიდი ხნის წინ იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მოიპოვა, ქვეყნის როგორც საუკუნოვანი განძის.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავია", რომელიც თითქმის 60 წელს ითვლის - ანსამბლი დღესაც განაგრძობს ანზორ ერქომაიშვილისეული და ქორეოგრაფიული ხელოვნების გამორჩეული მოღვაწის ფრიდონ სულაბერიძის მიერ დაწყებულ საქმეს. წამოაჩენს ქართულ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. "რუსთავის" რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.
"რუსთავი" 1968 წელს, ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად დააარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მათ მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა. მომღერლები ანზორ ერქომაიშვილის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ და რეპეტიციას გადიოდნენ. ხალხური მუსიკის დიდოსტატი თითოული შემსრულებლისგან მოითხოვდა მაღალ პროფესიონალიზმს, ოსტატობასა და საშემსრულებლო კულტურას.
წლების შემდეგ ანსამბლ "რუსთავის" შემსრულებლები დიდი მომღერლისა და მსწავლებლის სახლში კვლავ შეიკრიბნენ. მოგონებებიც და რეპერტუარიც მრავალფეროვანი იყო.
ანსამბლის სულის ჩამდგმელების მთავარი ხედვა ის იყო, რომ მას შეენარჩუნებინა ეთნოგრაფიული გუნდის ფორმა და სტრუქტურა. ამ ტრადიციის შენარჩუნებას ახალი თაობა ცდილობს.
საპასუხისმგებლო საგასტროლო ტურნეს წინ, ბოლო რეპეტიციას გადიან- 9 სექტემბერს სახელმწიფო ანსამბლი ლონდონში მიემგზავრება და კონცერტს ცნობილ საკონცერტო დარბაზ "როიალ ალბერტ ჰოლში" გამართავს.
პროექტი ხორციელდება ანსამბლ "რუსთავისა" და "მანდოლინის" ვირტუოზ შემსრულებელთან თანამშრომლობით. ანსამბლის ახალი და ძველი თაობა დიდ სცენაზე უცხოელ შემსრულებლებთან ერთად წარდგება. ინგლისის შემდეგ, პოლონეთს ეწვევიან.
მიმდინარე წელს ანსამბლისთვის ახალი ეტაპი დაიწყო. წელი დატვირთულია. დაგეგმილია არაერთი ფესტივალი, ტურნე და სოლოკონცერტი.
ანსამბლის ძველი და ახალი თაობა ახლაც მაყურებელთან შესახვედრად ემზადება - დაარსების დღიდან ანსამბლს, მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული. დიდი წინაპრების საქმეს ახლა ახალი თაობა განაგრძობს, საკუთარ სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთაც ახალი სიტყვის სათქმელად ემზადება.