15 აგვისტო 2026,   14:25
ვრცლად
"დესტაბილიზაციის მცდელობა ქვეყნის შიგნით და ბრძოლა ეროვნულ ინტერესებთან" - საზოგადოება "ქართულის" ვრცელი წერილი და გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

"საზოგადოება ქართულის" დამფუძნებელი იმ ძალებზე საუბრობს, რომლებიც მისივე განმარტებით, ეროვნულ ფასეულობებს ებრძვიან და მიზანში მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს და ფიგურებს იღებენ. გიორგი გაბუნია ახსენებს "ნეოლიბერალური ფრთის" მიერ დიდგორის ბრძოლის დაკნინების მცდელობას, რაც დეპუტატის შეფასებით, შემთხვევითი მოვლენა არ არის.

საფრთხეებზე საზოგადოება "ქართული" ვრცელ წერილში საუბრობს. საზოგადოებრივი მოძრაობა გამიზნულ დივერსიაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიზანიც, მათი შეფასებით, ქართულ ღირებულებებთან ბრძოლაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამედროვე ეპოქაში ეროვნულ ინტერესებთან დაპირისპირებამ ახალი ძალა და ფორმა შეიძინა.

ის, რაც საზოგადოება "ქართულისთვის" ისტორიული ორიენტირების გადაფასება და ფალსიფიცირებაა, არარსებული პრობლემის მოგონების მცდელობაა ქართული ოპოზიციისთვის.

უცხოელი თუ ადგილობრივი ძალების მხრიდან ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ დაბრკოლებებისა და ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტია.

საზოგადოება "ქართულის" წევრები ამბობენ, რომ მტრული ძალების მხრიდან ისტორიის ფაბრიკაციის ნებისმიერი მცდელობა მათი მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ავტორი: თიკო ლობჟანიძე

დღის ამბები