თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა.
როგორც მან აღნიშნა, ვინც კანონის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, ძალიან მკაცრად დაისჯება.
"ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი "პარაა", ზიტა და გიტა. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყოს. ვინც გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი, კანონის ფარგლებში.
ზოგადად რაც შეეხება ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად იციან რეალურად რა ხდება ქვეყანაში. არანაირი შანსი არ აქვთ იმის, რომ საზოგადოებაში მოიპოვონ გარკვეული მხარდაჭერა. "ქართული ოცნება" ყველა ოლქში, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს როგორ მერების თვალსაზრისით, ასევე საკრებულოებში", - განაცხადა კალაძემ.