დიდ ბრიტანეთის პოპულარულ სანაპიროზე, ზღვის გიგანტური ბინადრის სხეული გამოირიყა, რამაც ადგილობრივებისა და დამსვენებლები გაოგნება გამოიწვია - იუწყება ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი.
მედიის ცნობით, კარმარტენშირის ქალაქ პემბრეიში, კეფნ სიდანის სანაპიროზე, სავარაუდოდ, მკვდარი ვეშაპი იპოვეს.
ერთ-ერთი დამსვენებლის თქმით, ის ნაპირზე გამორიყული არსების ზომებით შოკირებული იყო.
მედიის ინფორმაციით, აღმოჩენამ სწრაფად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და სანაპიროზე ადგილობრივები და ტურისტები უჩვეულო არსების სანახავად დიდი რაოდენობით შეიკრიბნენ.
ელოდებიან, რომ საზღვაო ექსპერტები, ზღვის ბინადრის სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზას ჩაატარებენ.
ექსპერტების თქმით, სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს ავადმყოფობა ან არასრულფასოვანი კვება, ასევე - პლასტმასის დაბინძურების დამაზიანებელი შედეგები, რაც დიდი ბრიტანეთის წყლებში, ზღვის ბინადრებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს.