19 ივნისი 2026,   12:11
ვრცლად
პორტუგალიაში დღეს ეროვნული გლოვის დღეა - ლისაბონში, ფუნიკულიორ "გლორიაზე" მომხდარ ავარიას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედია ლისაბონში, ფუნიკულიორ "გლორიაზე" - სამთო ტრამვაის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა. დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი, დაშავდა 18, მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაზარალებულთა შორის არიან უცხოელი ტურისტებიც.

ავარიის მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მომხდარის გამო პორტუგალიაში დღეს ეროვნული გლოვის დღეა, თავად ლისაბონში კი გლოვა სამი დღე გაგრძელდება.

ფუნიკულიორი "გლორია" ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციაა.

დღის ამბები