3 კილოგრამამდე მეთადონი ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. თბილისსა და აჭარაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ოთხი პირია დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 3 კილოგრამამდე "მეთადონი", 32 შეკვრა სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს.
დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.