ევროპულ სერვისებზე წვდომის ახალი შესაძლებლობა და ქართველი ახალგაზრდები ერთიან ევროპულ სივრცეში - ე.წ ქარდი, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით 9 მილიონი ახალგაზრდა სარგებლობს საქართველოში ხელმისაწვდომი ნოემბრიდან იქნება. შესაძლოების ბარათით 18-დან 30 წლამდე მოქალაქეები ევროპის 40 ქვეყანაში 2 5000 მდე სხვადასხვა სერვისზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები ბარათის მფლობელებს ათასობით ფასდაკლებას სთავაზობს. პროგრამა, რომელიც 40 წელია წარმატებით მუშაობს ევროპული ახალგაზრდული ასოციაციის მიერ შეიქმნა. საქართველოში ამ ინიციატივის ავტორი დედაქალაქის მერიაა. ევროპულ ბარათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტმა საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმა.
ახალი ბარათით დაინტერესება დიდია ახალგაზრდებში. მოქალაქეები რომლებიც ე.წ ქარდით ისარგებლებენ ამბობენ, რომ მათთვის მოგზაურობა უფრო საინტერესო და მარტივი იქნება.
ევროპულ პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის დამატებითი შესაძლებლობა - ასე აფასებს კულტურის მინისტრი ახალ ინიციატივას, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს.
ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამისთვის საქართველოში უკვე შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია, სადაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.