21 ივნისი 2026,   12:09
ვრცლად
ტრამპი დარწმუნებულია, რომ ამერიკას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საკითხზე სამმხრივი შეხვედრა შედგება - მედია

დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ამერიკას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საკითხზე სამმხრივი შეხვედრა შედგება. განცხადება შტატების პრეზიდენტმა The Daily Caller-თან ინტერვიუში გააკეთა.

ტრამპი აცხადებს, რომ ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა პუტინი ზელენსკის შეხვდეს. მან, ასევე, განაცხადა, რომ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების საკითხში.

შტატების ლიდერი იმეორებს, რომ ამერიკელი სამხედროები ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვაშინგტონი კი ომში ფულს აღარ ხარჯავს.

დღის ამბები