18 აგვისტო 2026,   12:19
ვრცლად
 "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ სექტემბერს, 17:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლისი, თხინვალა, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები