18 აგვისტო 2026,   12:19
ვრცლად
ახალი არხი დიდი ისტორიით - "რუსთავი 2" - ყველაზე დიდი ისტორიის მქონე არხი, მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

"რუსთავი 2-ის" კამერა წლების შემდეგ, ისევ რუსთავში ჩაირთო. იმ ქალაქში, სადაც ახლა უკვე დიდი ისტორიის მქონე არხი დაიბადა.

"რუსთავი 2-ის" გენერალური პრომოს გადასაღებად, უხუცესი და ახალგაზრდა თანამშრომლები, ძველი და ახალი რუსთავის გზაგასაყარზე შეიკრიბნენ. ხიდზე, რომელიც ძველსა და ახალს აკავშირებს. ისეთივე სიმბოლიზმით, როგორც ტელევიზია, რომელიც მაყურებელსა და ამბავს შორის ხიდია.

ახალი არხი დიდი ისტორიით - "რუსთავი 2-ის" გენერალური პრომოს მთავარი სლოგანია. "რუსთავი 2" ახალ სეზონს დიდი სიახლეებით იწყებს და მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

განახლებული საეთერო ბადე და ახალი გადაცემები - მაყურებლის განწყობაზე დილიდან ისევ "დილა მშვიდობისა საქართველო" იზრუნებს. კარგად ნაცნობი უცვლელი წამყვანების ტანდემით.

გადაცემა ყოველ პარასკევს, დილას ახალგაზრდული ფორმატით გავა ეთერში.

მაყურებელთან შესახვედრად უკვე "გვიანი შუადღის" ფორმატში ელოდებიან "რუსთავი 2-ის" ახალი სახეები.

გადაცემა შეცვლილი ფორმატით "რუსთავი 2-ის" მაყურებელს საინტერესო თემებსა და თემატურ რუბრიკებს შესთავაზებს, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ოჯახის სტუმარი იქნება.

"გვიანი შუადღე" მაყურებელს "კურიერიდან" "კურიერამდე" დაელოდება. ახალ ამბებს "რუსთავი 2-ზე" ტრადიციულად "კურიერი" მოგიყვებათ. ამჯერად, საათში ერთხელ.

დაბალანსებულ და ობიექტურ ინფორმაციას დილიდან მთავარ საინფორმაციო გამოშვებამდე უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით.

"რუსთავი 2-ზე" დრო დაეთმობა პოლიტიკურ ტოქშოუებსაც - "ისტორია დეტალებში" და "ღამის კურიერი" ნინო შუბლაძესთან ერთად.

კვირას კვლავ "კურიერი პ.ს" შეაჯამებს და მაყურებელს ტრადიციულად საინტერესო ამბებს მოუყვება.

"რუსთავი 2- ზე" ტრადიციულად დიდი დრო დაეთმობა იუმორსაც პაატასთან და ნიკასთან ერთად.

მაყურებელთან შესახვედრად ემზადება გადაცემა "დათის შოუ". საინტერესო სამედიცინო რჩევებს, "რუსთავი 2-ის" ექიმები ახალი სეზონიდანაც მოგცემენ.

ძველთან ერთად, "რუსთავი 2-ის" სატელევიზიო ეთერი დაეთმობა ახალ რეიტინგული შოუებს, რომელსაც უნდა დაელოდოთ.

"ავტოგრაფი" ყველაზე რეიტინგული გადაცემა, ადამიანებზე რომლებიც საქართველოს ისტორიის მთავარ ფურცლებზე მოხვდნენ, ახლა უკვე "რუსთავი 2-ის" ეთერში გავა.

"შაბათი-კვირის დილა ზურა შევარდნაძესთან ერთად"" თქვენი სტუმარი უქმე დღეებში იქნება.

წარმატებულ ემიგრანტებზე მოგიყვებათ გადაცემა - "მონოლოგი".

არხი, რომელიც წლების წინ პირველობისთვის დაიბადა, ახალი სეზონისთვის სატელევიზიო რეიტინგებში ისევ პირველობისთვის იბრძოლებს.

"რუსთავი 2", ყველაზე დიდი ისტორიის მქონე არხი, ახლა მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ახალი სეზონი პირველ სექტემბერს დაიწყება.

დღის ამბები