20 აგვისტო 2026,   01:34
ვრცლად
"ქველმოქმედებით შენიღბული დესტრუქცია" - მმართველი გუნდი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების საქმიანობას აფასებს, რომელთა ანგარიშებიც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ დააყადაღა

"ქველმოქმედებით შენიღბული დესტრუქცია" - ასე აფასებს სახელისუფლებო გუნდი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების საქმიანობას, რომელთა ანგარიშებიც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ დააყადაღა. ძალადობრივი აქციების ორგანიზება, აქტივისტების აღჭურვა და სასჯელისგან თავის არიდების დაფინანსება - ირკვევა, რომ "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" და ნანუკას ფონდმა ჯარიმებისთვის, პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის 300 000 ლარზე მეტი დახარჯეს.

მესამე სექტორის ნაწილმა ანგარიშების დაყადაღების შემდეგ დაადასტურა, რომ მათი ორგანიზაციები აქციების მონაწილეებს სხვადასხვა აღჭურვილობით ამარაგებდნენ - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენლებს დღეს მედიასთან აღარ უსაუბრიათ. ბრალდებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებები, "ქართული ოცნებისთვის" იმის აღიარებაა, რომ მესამე სექტორი უცხოელი დონორებისგან მიღებულ ფინანსურ რესურსს, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყენებდა. 70_მდე ორგანიზაცია დაყადაღებულ ფონდებს სოლიდარობას უცხადებს, ყველა ერთად კი უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს. პასუხად ქართული ოცნება მათ ნოემბრის აქციებს ახსენებს.

აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები და წიწაკის სპრეი - საპროტესტო ინვენტარის შეძენისა და მასობრივ დაუმორჩილებლობაზე მოწოდებების გამო, პროკურატურამ ჯამში 7 არასამთავრობო ორგანიზაციას და ხუთ ფონდს, საბანკო ანგარიშები დაუყადაღა. საუბარია ერთი წლის წინ, საკანონმდებლო ორგანოსა და სხვადასხვა ტერიტორიაზე გამართულ აქციებზე, რომელმაც საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მოკლე პერიოდში ძალადობრივი ხასიათი მიიღო და კანონით დადგენილ ფარგლებს გაცდა.

დღის ამბები