20 აგვისტო 2026,   10:59
ვრცლად
საქართველო მრავალმილიონიანი საქორწილო ცერემონიების მასპინძელი გახდება - ქვეყანა ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას მასპინძლობს

მალე, საქართველო მრავალმილიონიანი საქორწილო ცერემონიების მასპინძელი გახდება. ქვეყანა ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას მასპინძლობს. დელეგაციის წარმომადგენლებმა თბილისი, მუხრანი და კახეთი მოინახულეს. მათ ადგილზე დაათვალიერეს სასტუმროები და გაეცნენ ინფრასტრუქტურას, სადაც სამომავლოდ ქორწილებისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გამართვაა შესაძლებელი.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიების წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი მიმართულება, ინდოეთიდან მაღალ მხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს .

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინდოეთი უკვე ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. 2025 წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყნიდან ვიზიტორების დანახარჯმა 110 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები