უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიევზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის ოთხი ბავშვია.
დაშავებულია 52 ადამიანი. მაშველები ინტენსიურად აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები იპოვონ და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ.
რუსეთის იერიშის შედეგად დედაქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, საბავშვო ბაღები და სხვადასხვა დაწესებულების ოფისები, მათ შორის ევროკავშირის დელეგაციის შენობა.