ევროპის საბჭოს ექსპერტების მოსაზრება საქართველოში მიღებულ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე" პოლიტიკური შეფასებების თემაა. გამოქვეყნებული მოსაზრებების თანახმად, "აქტში გათვალისწინებულ ზომებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე". ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა.
მმართველი გუნდისთვის ექსპერტების მოსაზრებები გაუგებარია. მათი განცხადებით, მიღებული კანონი ამერიკული FARA-ს ანალოგია.
"ეს კანონი არ უნდა გაუქმდეს. თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს მიმართ დამოკიდებულების სამართლიანობაზე, რასაკვირველია, მთავარი თემა არის თითონ მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გამორიცხულია, რომ რომელიმემ თავის შემოსავალი და პროგრამის ხასიათი და შინაარსი დამალოს. საქართველოში გეუბნებიან პირდაპირ, რომ შენ არ უნდა მოითხოვო ინფორმაცია, რა თანხით ფინანსდება ექსტრემიზმი და თუკი ეს ექსტრემიზმი ამ თანხების დახმარებით ხორციელდება, შენ ამასთან დაკავშირებით უნდა იყო ჩუმად", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.