21 აგვისტო 2026,   07:04
ვრცლად
"არანაირი გახარია, "ახალი" და "ლელო" არ არსებობს, ეს არის "ერთიანი კოლექტიური ნაცმოძრაობა" - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არანაირი გახარია, "ახალი" და "ლელო" არ არსებობს, ეს არის "ერთიანი კოლექტიური ნაცმოძრაობა".

მისი განმარტებით, ისინი არასერიოზულ მდგომარეობაში იმყოფებიან, "გუშინ ერთ რამეს ამბობდნენ, დღეს სხვა რამეს ამბობენ და ხვალ აუცილებლად კიდევ უფრო სხვა რამეს იტყვიან".

"არანაირი გახარია, "ახალი" და "ლელო" არ არსებობს, ეს არის "ერთიანი კოლექტიური ნაცმოძრაობა". როგორ შეიძლება იქ სამადაშვილი გყავდეს, ელისაშვილი, რომელიც თვალთხარიას უწოდებდა გახარიას და ახლა ხელი ჩამოართვა. ჯერ ხაზარაძეზე ამბობდა, კრედიტებს როგორ აძლევდი ციხის პატიმრებსო და ლამის ფიზიკურად დაუპირისპირდა ტელევიზიაში და მერე ხელი ჩამოართვა. ეტყობა, ახლა თვითონ აიღო ეს კრედიტი... აბა, სხვანაირად რა? გამოასწორა ხაზარაძემ ის დანაშაულები თუ მოინანია? რატომ შეცვალა პოზიცია ელისაშვილმა. აი, ეს არის არასერიოზული მიდგომები. გუშინ ერთ რამეს ამბობდნენ, დღეს სხვა რამეს ამბობენ და ხვალ აუცილებლად კიდევ უფრო სხვა რამეს იტყვიან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები