უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობს. ზელენსკის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგება აუცილებელია კიევის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად. ოფიციალური მოსკოვი ამ პირობას ეწინააღმდეგება.
"რაც შეეხება რუსეთის დათმობებს, მათ შესახებ არაფერი ვიცი. არაფერი ვიცი იმის შესახებ, თუ რა დათმობებზე წავა რუსეთი. ერთადერთი განცხადება, რომ რუსეთი მზადაა, დანარჩენი უკრაინა არ დაიპყროს, ეს მე დათმობად არ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, გვინდა სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებს დავეყრდნოთ. ახლა ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რას ვფიქრობ სახმელეთო ჯარებზე. ვფიქრობ, მაგრამ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ასევე პოლიტიკური ზეწოლაა რუსეთზე," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.