ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ისევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უწევს უკრაინას. ომში მყოფი ქვეყანა თავდაცვის მიზნით რუსეთის ფედერაციაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას ახორციელებს.
კიევის სამიზნე - მოსკოვი და პეტერბურგია. რუსეთის დედაქალაქის მერის განცხადებით, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემამ ყველა დრონი გაანეიტრალა. სულ მცირე, ორი დრონი ჩამოაგდეს სანქტ-პეტერბურგში. თავდასხმის საფრთხის გამო, დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა პულკოვოს აეროპორტმა, რის გამოც, ათობით ავიარეისი გადაიდო.