გახარიას პარტია ბოიკოტში მყოფ ოპოზიციონერ კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მას შემდეგ, რაც ერთ მემორანდუმზე ხელმომწერმა ორმა პარტიამ, მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელა, ყოფილი კოლეგების მხრიდან, "ლელოსა" და პარტია "საქართველოსთვის" მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო მწვავე გახდა.
ოპოზიციის არჩეულ ტაქტიკას აკრიტიკებენ "გირჩში". ოპოზიციურ პარტიაში პრაიმერიზის შედეგებს ელოდებიან და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან. ამბობენ, რომ ოპოზიცია არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოქმედებს.
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უინტერესოა "ქართული ოცნებისთვის". როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, თბილისსა და რეგიონებში სახელისუფლებო გუნდი დამაჯერებელ გამარჯვებას კიდევ ერთხელ მოიპოვებს. უმრავლესობის წევრების თქმით, მათი ოპონენტები ყოველთვის ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივებით მოქმედებენ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე და 2 კვირა რჩება. 4 ოქტომბერს, მერებსა და საკრებულოს წევრებს, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში აირჩევს.