აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, სამედიცინო ცენტრ "დიომედის" ხობისა და სენაკის ფილიალებს ესტუმრა.
მიზანი დევნილთა პოლიკლინიკებში არსებული მდგომარეობის გაცნობაა. მთავრობის თავმჯდომარემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ასევე კლინიკების ხელმძღვანელებსა და მედპერსონალს შეხვდა.