20 აგვისტო 2026,   05:48
ვრცლად
რუსთავის სპორტის სასახლეში შერეული საბრძოლო ხელოვნების რიგით მე-16 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება

რუსთავი კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლებს. 6 სექტემბერს, რუსთავის სპორტის სასახლეში, შერეული საბრძოლო ხელოვნების რიგით მეთექვსმეტე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.

ასპარეზობაში 18 სპორტსმენი 9 ბრძოლას გამართავს.

მთავარ ბრძოლაში, რუსთაველი სპორტსმენი გიორგი ქართველიშვილი YONG WARRIOR-ის საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს და აზერბაიჯანელ მეტოქეს აიხან თაგიევს დაუპირისპირდება.

ტურნირი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები