iData-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი მოლდოვას რესპუბლიკის რუმინეთთან გაერთიანების წინააღმდეგია. მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებსაც - ინფორმაციას News.ro ავრცელებს.
გამოკითხულთა 61.5% რუმინეთთან გაერთიანების წინააღმდეგია, ხოლო 31% - გაერთიანების მომხრე.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (57.1%) მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო 36.2% - წინააღმდეგი.
თითქმის 60% მოლდოვას რესპუბლიკის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია, ხოლო 30.8% - ასეთი მიდგომას ემხრობა.