ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. რამდენიმე აფეთქება იყო ხან იუნისში. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, "ცაჰალი" ღაზის სექტორზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, რადგან თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა რამდენიმე საათის წინ ქალაქ ღაზაზე შეტევითი ოპერაციის გეგმა დაამტკიცა, რომელიც "ცაჰალის" თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა წარუდგინა.
ასევე, ცნობილია, რომ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ისრაელის თავდაცვის ძალები დაახლოებით 60 000 რეზერვისტს გამოიძახებს.