20 აგვისტო 2026,   03:42
ვრცლად
"მიუხედავად პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, საქართველო ახერხებს და მათივე ობიექტური კვლევის შედეგად ჩანს, რომ ლიდერი სახელმწიფოა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, საქართველო ახერხებს და მათივე ობიექტური კვლევის შედეგად ჩანს, რომ საქართველო ლიდერი სახელმწიფოა" - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული "კარგი მთავრობის 2025 წლის" ანგარიშს ეხმაურება. 

მისი თქმით, თითქმის ყველა მიმართულებით, საქართველო, განვითარების თითქმის ყველა სპექტრი თუ იქნება განხილული, არის მოწინავეთა შორის.

"არის ერთი რეალური მოცემულობა, რეალური ფაქტები, რეალური მდგომარეობა, რომელიც ობიექტური, მეცნიერული სტატისტიკური შესწავლით და შეჯერებით ხდება ობიექტური სურათის დახატვა. ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა მიმართულებით და არა მარტო ევროკომისიის მიერ შეკვეთით ჩატარებული ამ კვლევებით და სხვა ავტორიტეტული - მსოფლიო ბანკი იქნება, სავალუტო ფონდი იქნება თუ ბევრი სხვა ინსტიტუცია, ადასტურებს იმას, რომ საქართველო განვითარების თითქმის ყველა სპექტრს თუ განვიხილავთ, არის მოწინავეთა შორის. მაგრამ, არის პოლიტიკური ინტერესი, რომელიც დაკავშირებული იყო სწორედ იმ გეოპოლიტიკურ დიდ ომთან, რომელიც ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს. საქართველოს როლი უნდა ყოფილიყო სხვანაირი. მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, საქართველო ახერხებს და მათივე ობიექტური კვლევის შედეგად ჩანს, რომ საქართველო ლიდერი სახელმწიფოა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები