სანამ ვაშინგტონში ომის დასრულებაზე მსჯელობდნენ, რუსეთი უკრაინას ისევ უტევდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში განგაში იყო გამოცხადებული კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ხერსონსა და დონეცკის ოლქში.
რუსეთის შეტევას მსხვერპლი მოჰყვა დონეცკში - დაიღუპა 5ი ადამიანი, არიან დაჭრილები. ხერსონში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ჩერნიგოვის ოლქის მოსახლეობა კი, რუსეთის ძალების იერიშის შედეგად, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ინტენსიურად გრძელდება შეტევები ფრონტის ხაზზე. უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საოკუპაციო ძალებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის 186 შეტაკება მოხდა.