07 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ საარჩევნო კამპანია დაიწყო

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ საარჩევნო კამპანია დაიწყო. კოდუამ შეხვედრაზე, მისი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტებზე და მუშაობის სტილზე ისაუბრა.

მერობის კანდიდატმა ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები