21 აგვისტო 2026,   00:59
ვრცლად
ზელენსკი თეთრ სახლში ტრამპთან მოსალაპარაკებლად მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დახვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიის ცნობით, სანამ ტრამპი ზელენსკის რუსეთთან ომის დასრულების შესახებ დიდი ხნის ნანატრი მოლაპარაკებებისთვის შენობაში შეიყვანდა, პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ცნობისთვის, თეთრ სახლში იმყოფებიან ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც გაფართოებულ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას.

დღის ამბები