ალასკაში გამართულ შეხვედრას მეორე დღეა განიხილავენ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსოფლიო ლიდერების მიერ დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული, მსოფლიოს მშვიდობას მოუტანს.
ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და კრიტიკაზე, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.
"გავაკრიტიკე იმიტომ, რომ მთავარი ღირებულებები საერთაშორისო ურთიერთობებში არის ეროვნული სუვერენიტეტი, რომელიც გამოიხატება იმ დემოკრატიულად შექმნილი მთავრობების მიერ. ამ ყველაფრის იგნორირება მგონია ლაპარაკი იმაზე, რომ აი მოდი ახლა შენ ეს ტერიტორია დაიტოვე, ის სხვას მიეცი. ნაპოლეონის ეპოქაში ხომ არ ვცხოვრობთ?! მაგრამ ტრამპი ამას ხშირად ანგარიშს არ უწევს, მაგრამ ამ შეხვედრაზე, მგონია, რომ "დიფ სთეითმა" გადაწონა მაინც ტრამპის იმპულსური ხასიათი", - აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი დავით დარჩიაშვილი.