21 აგვისტო 2026,   09:15
ვრცლად
სამართლებრივი მოთხოვნებია კანონების შეუსაბამობასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან არ მოდის ჰარმონიზაციაში - ლევან სანიკიძე

ულტიმატუმის ენა და მუქარა ევროკავშირიდან - დასავლეთი ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვს.

ოპოზიციის ნაწილი ისევ ამბობს, რომ კანონები ევროპულ კავშირთან ფუნდამენტურად აცდენილია.

"ქართული ოცნების" მიერ შესასრულებელია როგორც იურიდიული და სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ვალდებულებები. ეს კიდევ უფრო გამოჩნდა ევროკავშირის და ევროპარლამენტის ბოლო განცხადებით. სამართლებრივი მოთხოვნებია კანონების შეუსაბამობასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან არ მოდის ჰარმონიზაციაში. ამ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ "ქართული ოცნებისგან“ არავითარი დათმობის და ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს," -აცხადებს პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისგან" პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ გააჩნიათ.

“ქართული ოცნებისგან“ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას, რაც ხელს შეუწყობს ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას. ევროკავშირი ითხოვს იმ ფუნდამენტური უფლებების შენარჩუნებას და დაცვას, რასაც საქართველოს სახელმწიფო იღებს ვალდებულებად იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი არ შეფერხდეს. ეს არ ეხება მხოლოდ გარკვეულ კანონებს“, - აცხადებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი თამარ კეკენაძე.

დღის ამბები