19 ივნისი 2026,   13:00
ვრცლად
პიტერ სიიარტო - მსოფლიო უსაფრთხო ადგილია მანამ, სანამ არსებობს აშშ-რუსეთის მაღალი დონის დიალოგი

მსოფლიო უსაფრთხო ადგილია მანამ, სანამ არსებობს აშშ-რუსეთის მაღალი დონის დიალოგი, ამიტომ სამიტის ორგანიზებისთვის ორივე პრეზიდენტს მადლობა უნდა გადავუხადოთ - ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ მოლაპარაკებებს.

"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უკრაინაში ომის გადაწყვეტა არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან არის. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მოლაპარაკებებით, დიალოგით და დიპლომატიური არხების ღიად შენარჩუნებით არის შესაძლებელი.

ჩვენ, უნგრელები, ამ პოზიციას სამ წელიწად-ნახევარია წარმოვადგენთ ბრიუსელისა და ომის მომხრე ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ,"- წერს სიიარტო სოციალურ ქსელში.

დღის ამბები