19 ივნისი 2026,   12:58
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ალასკა დატოვა და ვაშინგტონში გაემგზავრა

დონალდ ტრამპი Air Force One-ის ბორტზე უკვე ავიდა და ალასკაში მოლაპარაკებების შემდეგ, ვაშინგტონში დასაბრუნებლად ემზადება. ამის შესახებ BBC-ი იუწყება და ფოტოს ავრცელებს.

როგორც უკვე ცნობილია, დაახლოებით ერთ საათში, Fox News-ის ეთერში, აშშ-ის პრეზიდენტის ინტერვიუ გავა, რომელიც პუტინთან გამართული ერთიობლივი პრესკონფერენციის შემდეგ ჩაიწერა.

ცნობისთვის, ალასკა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც უკვე დატოვა.

დღის ამბები