19 ივნისი 2026,   15:34
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დასახლებების მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა და ასამდე დრონი გაუშვეს

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს განაგრძობს. ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით ოკუპანტებმა 2 ბალისტიკური რაკეტა და ასამდე დრონი გაუშვეს.

აფეთქებებია ხარკოვის, სუმის, დონეცკის და ჩერნიგოვის ოლქებში. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც. სამარაში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა იწვის.

მედიის ცნობით, ცეცხლი დრონებით დარტყმის შემდეგ გაჩნდა. ქარხანა "როსნეფტის" ერთ-ერთი უმსხვილესი ობიექტია და სამხედრო ნაწილებს საწვავით ამარაგებს.

დღის ამბები