საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ლიდერი ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს. ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასების 100-ს პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და 63 პროცენტით საქართველომ, მსოფლიო ქვეყნებს შორის, 34-ე ადგილი დაიკავა.
განახლებული შეფასებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს უსწრებს. კოორდინაციის მიხედვით, ქვეყანა ოცდამეოთხე, ბიუროკრატიის ხარისხით კი ოცდამეხუთე პოზიციას იკავებს.
მონაცემებს ხელისუფლების მიერ, სხვადასხვა მიმართულებით, სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს უკავშირებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებს აფასებენ ანალიტიკოსები. ექსპერტები აქცენტს, სწორად დაგეგმილ რეფორმებზე აკეთებენ.
განახლებულ მონაცემებთან დაკავშირებით, ევროკომისიის კვლევაზე, ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი მუშაობს.